უკრაინა ისევ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბული ვითარების განმუხტვას, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს. მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი კიევში ჩავიდა და ვოლომირ ზელენკის შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემების განახლება მოხდეს და ამ საკითხზე ფართო დიალოგი გაიმართოს. განცხადება მაკრონმა ზელენსკისთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთი ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის ერთგულია და მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებას. პარალელურად, საფრანგეთი ევროპას ერთი მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის დედაქალაქში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – პრეზიდენტების შეხვედრის დეტალებზე კიევიდან ლევან ახალაია ისაუბრებს.