ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან და ტრადიციის მიხედვით, პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ.
საფლავთა კურთხევის დღეს საქართველოს დაღუპულ გმირებს იხსენებენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მათ ხსოვნას პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა.
თეონა ბარბაქაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.