ეროვნული ბანკის მიმართ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც აღარ ერიდებიან.
პარლამენტში სამწლიანი სამოქმედო პოლიტიკის გეგმით მისულ კობა გვენეტაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნების და მწვავე კითხვების მოსმენა მოუხდა. კრიტიკული იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც, რომელმაც ეროვნულ ბანკს რეალობაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და მის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას დაგვიანებული უწოდა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რას აკეთებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი ლარის გაუფასურების და ინფლაციის შესაჩერებლად და იგეგმება თუ არა საბანკო რეგულაციების გადახედვა.