საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას წარმატებულს უწოდებს. ფონდში აღნიშნავენ, რომ საქართველომ 2017 წლის ივნისისთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

ამასთანავე, ეკონომიკური ვითარება და ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, ხოლო მომავალი წლიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება.