საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ დასრულდა. სამი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეებმა – მეცნიერებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ და სხვა, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე შეიმუშავეს რეკომენდაციები სამომავლო აქტივობებისა და კვლევების შესახებ.