საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში

ცხრათვიანი პაუზის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი განახლდა.

56-ე რაუნდი გამორჩეული იყო იმით, რომ მას ამერიკის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის სტატუსით პირველად დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, ფილიპ რიკერი. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი რუდენკომ მოლაპარაკებების ადგილი ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. დღის წესრიგის მთავარი თემა 2008 წლის შეთანხმების პუნქტების შესრულება და დევნილების დაბრუნების საკითხი იყო. 56-ე რაუნდი ჯერ კიდევ მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეეგ ომის დაწყების გამო შეხვედრა ვერ შედგა. თვეების შემდეგ მოლაპარაკებები თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის შედეგად დაიგეგმა.