უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები. ამ მიზნით, მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტის ფარგლებში, კიევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა აღნიშნეს,რომ დასავლეთი და უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება კიბერშეტევების საფრთხეზეც გაამახვილეს, რამაც უკრაინის შიგნით, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.