თბილისი ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს მასპინძლობს. „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“ – ასეთია ღონისძიების სახელწოდება. ინიციატორია „ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველო არის პირველი სახელმწიფო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აღნიშნული მსოფლიო ფორუმი ტარდება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი არის პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან.