სიეკას საერთაშორისო კონგრესი

„თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“- ამ თემაზე, მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი მესამე დღეა მსჯელობს. სიეკას საერთაშორისო კონგრესი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს  ორგანიზებით იმართება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.  მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს საკუთრ გამოცდილებებს უზიარებენ და გამოწვევებს განიხილავენ.

დაგეგმილია დელეგატების მიერ მომზადებული ნაშრომებისა და კვლევების პრეზენტაციაც.