საერთაშორისო კონგრესი - „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ იმართება.

კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში გახსნა. პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროსა და მასთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონგრესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.