კონკურენციის პოლიტიკა – ტენდენციები და გამოწვევები. ამ თემაზე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და თსუ-ს 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებიდან 30-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრება.