საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისა და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით, დონორთა მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მონაწილეობდნენ. მონაწილე მხარეებმა სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გეგმები დასახეს.