საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციას მასპინძლობს მესტია.
სვანეთში ღონისძიების მონაწილეები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევათა აქტუალურ პრობლემებზე მსჯელობენ. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. ორგანიზატორი საქართველოს ექიმთა ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მესტიის მუნიციპალიტეტი არიან.
საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.