საერთაშორისო ფორუმი - გამომსვლელები და განცხადებები

დემოკრატის წინაშე არსებული საფრთხეები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ტრანსკავკასიური დერეფნები და ევროპის რეგიონის ზოგადი გამოწვევები – ამ მიმართულებებზე მსჯელობენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. ღონისძიება სახელწოდებით – მსოფლიო თავდაყირა 2018,  თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

 

საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ აქცენტები ნატო-ში გაწევრიანებაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მეოთხე, ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კურსს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მასშტაბის საექსპერტო წრეების წარმომადგნელები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

მოამბე