საერთაშორისო აგროგამოფენის გახსნას დოჰაში დაესწრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. Agriteq 2023 რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ექსპოზიციაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 14 ქართული კომპანია წარმოდგენილი, რომლებმაც დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს. მონაწილეთა უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. ჯამში კი მონაწილეობას იღებს 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.