თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია „რისკები არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა გახსნეს. მათ რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.