ქართული საეკლესიო მუსიკა და გალობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს იღებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული საგალობლების პოპულარიზაციაზე ზრუნვა გაძლიერდება და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა პრიორიტეტი იქნება. ფოლკლორის ცენტრი და ხელნაწერთა ცენტრი წლების განმავლობაში შეგროვებული და დიდი ძალისხმევის შედეგად გადარჩენილი უნიკალური ჩანაწერების და სანოტო ფურცლებზე გადატანილი საგალობლების მდიდარ არქივს ინახავს, რომელიც სამი ქართული მუსიკალური სკოლის მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკის, ქართული გალობის საერთაშორისო აღიარებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მორიგ წარმატებას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს ქართული გალობის დაცვას, განვითარებას და ქართული კულტურით საერთაშორისო საზოგადოების მეტ დაინტერესებას.