ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა იმ ტრანსპორტს, რომელსაც საჯარო სკოლების მოსწავლეები გადაჰყავს. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რესურს-ცენტრის უფროსთან ერთად გაეცნო. როგორც გიგა ფარულავამ აღნიშნა, საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის ინსპექტირებას მერიის შესაბამისი სამსახური რესურს-ცენტრთან ერთად ახორციელებს. საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დასაცავად, სკოლებში მოწმდება დეზო-ბარიერები და სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების მარაგი.