საჯარო სკოლების ნაწილში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
სკოლის დირექტორების თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწავლო პროცესის გახანგრძლივების პერიოდი სწორედ პრევენციულ ღონისძიებებს ეთმობა. შენობა და სასკოლო ინვენტარი შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშავდება. პროცესი ყოვედღიურად მიმდინარეობს და სწავლის განახლების შემდგომაც გაგრძელდება.