როგორ უნდა შეაჩეროს მერიამ მშენებლობა ვაკის პარკში.
მესამე სექტორი კალაძის უწყებას კონკრეტული ბერკეტების გამოყენებისკენ მოუწოდებს და ურჩევს გაითვალისწინონ კანონში არსებული ნორმები. იურისტის განცხადებით, არსებული ზონალური შეთანხმება ძალას არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგეგენილი ვადების საფუძველზე კარგავს, შესაბამისად სამშენებლო კომპანიას ახალი ნებართვა სჭირდება, რომელიც მერიამ არ უნდა გასცეს.
პარალელურად მერი ამ თემაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ არ დაუშვებს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას.