ვაკის პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა, შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობა განახლდეს.
სააპელაციო სასამართლომ შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ საჩივარი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე წელია შეჩერებულია.
კომპანიის განცხადებით, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ისინი მზად არიან ოპონენტებსა და თბილისის მერიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად და არ გამორიცხავენ, რომ კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში შეცვალონ პროექტი, თუმცა არა ის ტერიტორია, რომელიც რამდენიმე წლის წინ კერძო პირისგან შეიძინეს.
„მწვანე ალტერნატივა“ კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.