"მწვანე ალტერნატივა" - ჰაერის დაბინძურებით ყოველწლიურად 101 ადამიანი იღუპება

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 101 ადამიანი იღუპება – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” მონაცემები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევას ეყრდნობა.  მიუხედავად ბოლო წლებში მდგომარეობის გაუმჯობესებისა, კვლავ რჩება პრობლემად ჰაერის დაბინძურების საკითხი. პრობლემური ადგილებია წერეთელი და თამარ მეფის გამზირი.

ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, გაუარესება ფიქსირდება ატმოსფერული ჰაერის წვრილი შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურების კუთხით. რაც გამოწვეულია ავტომობილის გამონაბოლქვისგან, სამშენებლო მასალებისგან და სხვა სახის დამაბინძურებლებით. ეს კი  იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს და ასევე სიმსივნურს. რისკჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები.