აქვს თუ არა ადგილი „ენდიაის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევას – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. თუ „ენდიაის“ პროექტის მიხედვით, მოსახლეობასთან შეხვედრები მათთვის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებს, გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რეალურად წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევიან.
რამდენად მიზანშეწონილია საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მსგავს პროექტებში მონაწილეობა მაშინ, როდესაც „ენდიაი“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დააკვირდეს, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.