თვითმმართველობის არჩევნები - ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება 

არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი პროცესი ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება. სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად.“ აღნიშნულია დოკუმენტში.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

დატოვე კომენტარი