სურამში გაჩენილი ხანძრის შედეგად გულიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინის ქირით ხაშურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, თუმცა მათ მიერ გამოყოფილი დახმარება ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით მოწყბილი ბინის დასაქირავებლად საკმარისი არ არის. უსახლკაროთა პრობლემაზე არასამთავრბო ორგანიზაციებიც საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენელთა აზრით აუცილებელია, სახელმწიფომ ერთიანი საბინაო პოლიტიკა შექმნას.
რა ეტაპზეა სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლბით ჯანდაცვის სამინისტროში მუშავდება – ნინო ფისაძის სიუჟეტი.