საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ოფისში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფოს ეკიპაჟების განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით ასეთი ხუთი ახალი ცენტრი გაიხსნა.