დღესვე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ონიდან საჩხერემდე მგზავრობის დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი ხუთის ნაცვლად, სამი საათი დასჭირდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 111 მილიონი ლარია. გზის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.