მოქალაქე ირაკლი ბაღათურია, რომელიც თბილისში, თევდორე მღვდლის №13-ში ცხოვრობს, დიდუბის რაიონის გამგებელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
გამგებლის წინააღმდეგ მან დღეს დიღმის პოლიციის სამმართველოში საჩივარი შეიტანა. ბაღათურია ამბობს, რომ თევდორე მღვდლის №13-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფართების დაკანონებას ითხოვენ. ორი დღის წინ კი გამგეობაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და გამგებელს შეხვდა. მისივე თქმით, ბინების დაკანონების საკითხზე დასმულ კითხვებზე, გამგებელმა პასუხი ვერ გასცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ დიდუბის გამგეობაში.