ბრალის წარდგენა

5 ივლისის საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა. 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომელიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა პირებიც. მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა კიდევ ერთ პირს, რომელიც სხვა პირებთან ერთად თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც ლგბტქ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი წარდგენილი აქვს 24 პირს. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

დატოვე კომენტარი