საჭადრაკო კლუბმა „ჩემპიონმა” უჩვეულო ტურნირს უმასპინძლა.
კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია ლომინეიშვილის ინიციატივით, საოჯახო ჭადრაკის ფესტივალი ჩატარდა. ერთმანეთს მშობლები და შვილები დაუპირისპირდნენ.
ტურნირის მიზანი ჭადრაკის პოპულარიზაცია იყო.
საოჯახო ჭადრაკის ფესტივალს კლუბის თანადამფუძნებელი, 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაესწრო.