„საბურთალოს კლასტერი“ ფართოვდება - იცვლება თუ არა ქვეყნის ეპიდსურათი და როგორ ემზადება საქართველო მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის
საბურთალოს კლასტერი გაფართოვდა.
23 ადამიანის დაინფიცირების შემდეგ „კოვიდ 19“ ამ კლასტერიდან კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. დანარჩენი სამი ახალი შემთხვევა კი ისევ სატვირთო გადაზიდვას უკავშირდება. ეპიდემიოლოგები ზაფხულის განმავლობაში ცალკეულ ნახტომებს ელოდებიან, თუმცა, მათი პროგნოზით, ასეთი ცვლილებები საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათს არ შეცვლის. ახლა მთავარი ამოცანა შემოდგომაზე მოსალოდნელი მეორე ტალღის შეკავება და ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებაა.
ექიმების ტრენინგი, ტესტირების და პირადი დაცვის საშუალებების მარაგები, კლინიკების მობილიზება – მეორე ტალღისთვის მომზადება და პრევენციული ზომების მიღება დაიწყო.