ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლების კვირეული დაიწყო. კვირეული ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ პრემიერით გაიხსნა. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს პატარა მაყურებლის გახალისებასა და მის თეატრთან დაახლოებას. ბავშვთა თეატრალური კვირეულის განმავლობაში, ზესტაფონის თეატრში ხუთი სპექტაკლი გაიმართება.