2023 საბავშვო ევროვიზია 2023-ის ფინალამდე ერთი საათი რჩება. ანასტასია და „რანინა“ ნიცაში, სცენაზე მე-10 ნომრად გამოვლენ და სიმღერას over the sky შეასრულებენ. ქართული დელეგაცია უკვე საკონცერტო დარბაზშია და საფინალო შოუსთვის ემზადება. კონცერტი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ხმის მიცემა შეწყდება.
მარიკა შალიკაშვილი საფრანგეთიდან.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე დღეს იმღერებენ