ახლოვდება საბავშვო ევროვიზიის თარიღი. 10 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქში საქართველოს სახელით მარიამ ბიგვავა წარდგება, რომელსაც 15 კონკურენტი ეყოლება. 20-წლიანი ისტორიის მქონე პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ კონკურსს უკვე სამი ქართველი გამარჯვებული ჰყავს.
მუსიკალური მეგა კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საიუბილეო მე-20 საბავშვო ევროვიზიის ფარგლებში, 10 დეკემბერს ერევანში მაყურებლის წინაშე წლევანდელი ქართველი კონკურსანტის გარდა, სხვადასხვა წლებში ევროვიზიის გამარჯვებული სამივე მონაწილე წარდგება.