საბავშვო ბაღში გამგესა და პედაგოგებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი

ხულოში სოფელ ღურტის საბავშვო ბაღში გამგესა და პედაგოგებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული მოკვლევაც. ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები გუშინ, 29 აგვისტოს გავრცელდა. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებთან დაპირისპირებაში.

ბაღის გამგე მედეა მამულაძე ამბობს, რომ თანამშრომლებს მისი სამსახურიდან გაძევება სურთ და ორი წელია, შანტაჟის მსხვერპლია. ის ასევე უარყოფს ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევას. ხულოს მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართლაც დაძაბულია და მოკვლევის შედეგების შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.