საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება მოხდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო. პროექტის ფარგლებში, შენობის მეორე ნაწილის ნაცვლად, აშენდა სრულიად ახალი კორპუსი. განთავსდა სააღმზრდელო ჯგუფები, სპორტული და ღონისძიებების დარბაზები და სამზარეულოს ბლოკი.