ესპანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის თბილისური გასტროლი.
კომპოზიტორი და გიტარისტი საბა იბერო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს. ევროპული ტურნეს ფარგლებში, გასტროლები ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო. ფლამენკოს პირველი ქართველი შემსრულებელი სამშობლოში, თავის ჯგუფთან და ცნობილ მუსიკოს ანტონიო სანჩესთან ერთად ჩამოვა.