დიდი მაესტროს იუბილე და მისი შვიდი ბგერისგან შექმნილი სამყარო

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაწყებული შემოქმედებითი მოღვაწეობა და უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც დღეს ყველგან გვესმის – საკონცერტო სცენაზე, ფილმებში, თეატრში.

ცნობილ კომპოზიტორს, დირიჟორს და ლოტბარს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. მსოფლიო დონეზე აღიარებული ქართველი მუსიკოსის სადირიჟორო ჯოხი დღეს იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად არის დაცული.

კინოსა და სპექტალებისთვის დაწერილი ათეულობით მუსიკა, სიმფონიურ ორკესტრში გატარებული ოცი წელი და ახალგაზრდა თაობის მუსიკალურ აღრზდაში შეტანილი უდიდესი წვლილი.

ჯანსუღ კახიძის შესახებ საქართველოს პირველი არხის არქივში დაცული უნიკალური მასალები ნახეთ თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში.

დატოვე კომენტარი