„ბზვანსკი და მეგობრები“

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირში საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყველა სფეროში ოდნავ შერბილდა სახელმწიფო რეჟიმი. საქართველოში ამ მოვლენის ერთ-ერთი გამოხატულება გახდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით.

კვარტეტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მისმა წევრებმა ესტრადაზე ახალი სტილი, გემოვნება და რაც მთავარია, დასავლურ ყაიდაზე მოქცეული ეროვნული რეპერტუარი შემოიტანეს.

უზადო ვოკალურ მონაცემებთან ერთად, მათ კონცერტებში შოუს ელემენტებიც მრავლად ერია, რაც იმ დროისთვის ახალი სიტყვა იყო. ისინი განსხვავებული ჩაცმულობითაც გამოირჩეოდნენ და მიმბაძველებიც ჰყავდათ.

არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მათ ყოველ წელს იწვევდნენ მოსკოვში, სადაც არნახული პოპულარობით სარგებლობდნენ.

ფილმში ასახულია როგორც კვარტეტის, ისე გურამ ბზვანელის, როგორც დამოუკიდებელი კომპოზიტორის მოღვაწეობა.

ლევან ბზვანელის, ლევან კიტიას და ბიძინა მაყაშვილის ფილმი

 

დოკუმენტური ფილმები