საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ საავტორო უფლებების სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. გიგა კობალაძის განცხადებით, რუსეთის მიერ შექმნილი საეჭვო ორგანიზაცია „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“აქტიურად უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლეებს და მოითხოვს მათგან მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებისთვის ლიცენზიის გაფორმებას და ჰონორარის გადახდას. კობალაძის განცხადებით, ამ ორგანიზაციის მოთხოვნა არის უკანონო, რადგან ამ ორგანიზაციას კანონით არ გააჩნია არც ჰონორარის შეგროვების და არც მისი გადახდის უფლებამოსილება, რადგან საქართველოში მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებაზე ნებართვის გაცემის და ჰონორარის შეგროვება-განაწილების უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს საავტორო ასოციაცია.

აღნიშნულის გარდა, ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დასკვნები ადასტურებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ 2019 წლის 24 მაისის წერილიც, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოში ერთადერთი კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია და დაუშვებელია ამ სფეროში სხვა ორგანიზაციის შექმნა.

„საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით ამგვარი ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის ლიცენზია, ნებართვა ან დამატებითი რეგისტრაცია, შესაბამისად, ასეთ ორგანიზაციას გააჩნია სრული უფლება განახორციელოს საქმიანობა.