„გერას“ განცხადება

საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატმა კახაბერ ასლანიშვილმა მუსიკალური პროდუქციის მომხმარებლებს ახალი წლიდან სალიცენზიო ხელშეკრულებების მხოლოდ „გერასთან“ გააფორმებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, 2020 წლიდან სალიცენზიო ხელშეკრულებების „გერასთან“ არ დადების შემთხვევაში, სარჩელების შეტანის გზით დაეკისრებათ ზიანის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დაცვას პირდება მათ საავტორო უფლებათა ასოციაცია.

საპასუხოდ, საავტორო უფლებათა ასოციაციაში აცხადებენ, რომ „გერას“ საქმიანობა არის უკანონო. რაც დადასტურებულია საქპატენტის მიერ.

დატოვე კომენტარი