ფრაქციები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, კერძოდ კი, გიორგი რურუას გათავისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს და ივნისის ბოლოსთვის ასახული იქნება ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში. როდის დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალო განხილვები, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მოსახლეობასთან შეხვედრები უსაფრთხოებიდან გამომდინარე კვლავ ონლაინ ფორმატში წარიმართება.