პარტია „სამართლიანობისთვის“ გლდანის რაიონში საარჩევნო შტაბი გახსნეს. გახსნას პარტიის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დაესწრო. მისი განცხადებით, გლდანის რაიონს საარჩევნოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, შტაბის წარმომადგენლები გლდანის მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ.