ლევან თარხნიშვილის ბრიფინგი

ოპოზიცია ფოთში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, „ქართული ოცნება“ პირველ ტურში დამარცხდა. ლევან თარხნიშვილის მტკიცებით, ექვსი საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიამ თავმჯდომარეები და კომისიის წევრები პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვა.

თარხნიშვილის თქმით, ეს სწორედ ის უბნებია, სადაც ოპოზიციას კარგი შედეგები ჰქონდა. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თავად კომისიის წევრების განცხადების საფუძველზე მოხდა.