„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ქუთაისში შეხვედრებს მართავს. ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქუთაისი არის მაგალითი იმისა, რომ არასწორი პოლიტიკით ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაჩერებულია. მან ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისისთვის ინდუსტრიული ცენტრის დაბრუნების პირობა მისცა.