საარჩევნო რეფორმა – სამუშაო ჯგუფის მომზადებული კანონპროექტი ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის მიერაა ერთობლივად შემუშავებული. მთავარი სიახლე 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. იქ, სადაც ელექტრონული სისტემა არ იქნება, ბიულეტენების სულად გაციფრულება მოხდება.
ორმაგდება ჯარიმები ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისთვის, ცვლილებები ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების ვადებს, მარკირება სავალდებულო დარჩება იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლებს, პარტიებისთვის განახევრდება წლიური ხარჯების ზედა ზღვარიც.
ცვლილებებით კმაყოფილი არიან სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციური პარტიები, პროცესს მიღმა დარჩენილი პარტიების მოსაზრება კი კვლავ კრიტიკულია. ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადებულ ცვლილებებს პლენალურ სხდომაზე მომდევნო კვირაში უყრიან კენჭს. კანონპროექტი შესაფასებლად ეუთო-ოდირსაც გადაეგზავნება.