პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე დღეს მეორე მოსმენით იმსჯელებენ. ცვლილებებზე, ამ წუთებში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ დააზუსტებენ. დისკუსიის საგანია ის რეკომენდაციებიც, რომელიც ქვეყანამ ვენეციის კომისიისგან მიიღო.
როგორია მხარეთა პოზიციები, ექნება თუ არა ცვლილებებს მრავალპარტიული მხარდაჭერა? – თეონა მანაგაძე განაგრძობს თემაზე საუბარს.
მოამბე