იურიდიულ კომიტეტზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სავარაუდოდ დღესვე მოხდება რიგგარეშე სესიაზე დოკუმენტის განხილვა და საბოლოოდ დამტკიცება. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო.
პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, მაინც რჩება რამდენიმე სადავო პუნქტი, რაზეც პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ლელოს“ გარდა, სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პროექტს მხარი დაუჭირეს.