ზუგდიდში საარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი. გიორგი შენგელიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს, გზების რეაბილიტაცია იყო.
გიორგი შენგელიას თქმით, ზუგდიდში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია და ის მომავალშიც გაგრძელდება. კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე.