საარჩევნო კამპანია ზუგდიდში

12:22, 06.05.2019

ზუგდიდში საარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი. გიორგი შენგელიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს, გზების რეაბილიტაცია იყო.

გიორგი შენგელიას თქმით, ზუგდიდში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია და ის მომავალშიც გაგრძელდება. კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე.

მსგავსი